გილოცავთ!
ვულოცავ ჩემს ექვსი თვის შვილიშვილ ლუკასს მისთვის პირველ ახალ წელს, ჩემს ოჯახს, და მთელს საქართველოს!
ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას, რაზედაც ძვირფასი ამ ქვეყნად არაფერია, მშვიდობას და წარმატებებს! წარმატებები აუცილებლად მოვა პირველი ორის არსებობის შემთხვევაში!
სამყარო სწრაფად იცვლება, პროგნოზების კეთება რთულია, აღარ არსებობს დედამიწაზე იმ საერთაშორისო სამართლის ნარჩენებიც კი, რაც გვეგონა რომ არსებობდა. 2022 წლის 24 თებერვალს ეს ყველაფერი საბოლოოდ დაინგრა.
უკრაინელებს ვუსურვებ გამარჯვებას ბოღოტებასთან ბრძოლაში!
ქართველებს გისურვებთ პრაგმატიზმს, ნაკლებ ემოიციებს, სიკეთისა და ბოროტების გარჩევის უნარს და სწრაფ ადაპტირებას მუდმივად ცვალებას სამყაროში!
P.S ჩემს ექსპერტულ პორტალ WWW.OPINION.GE-ს დავქოქავ როგორც კი გამოვფზილდები ამ დღეების შემდეგ.