ტიპმა დათმო საქართველოს მოქალაქეობა, რომ გამხდარიყო სხვა ქვეყნის ოლქის გუბერნატორი, სადაც არაფერი გააკეთა კორუფციის გარდა.
თანაც, ის უბრალო მოქალაქე არ იყო, ის იყო ყოფილი პრეზიდენტი, ქვეყნის სიმბოლო. სხვებზე არაფერს ვამბობ, ყველას შეუძლია გახდეს სხვა ქვეყნის მოქალაქე.
უგულველყო და ფეხქვეშ გათელა ქართული კანონდმებლობა და საზღვრის დარღვევით შემოვიდა ქვეყანაში.
პირდაპირ ვთქვათ, “ქართული ოცნება” დიდად არც იწუხებდა თავს მისი ქვეყანაში ჩამოსაყვანად. ზემდეტი თავის ტკივილი არ უნდოდათ.
ის ამბობს, რომ ქართული პოლიტიკა არ აინტერესებს და არ კადრულობს სასამართლოში ქართულად საუბარს, მიუხედავად იმისა, რომ ქართული მშვენივრად იცის.
ის აძლევს ერთ-ერთ გამოცემას ინტერვიუს და ამბობს, რომ “100 პროცენტით უკრაინელად გრძნობს თავს”.
ხოდა, ამდენი მისი მონა გამოდის და იძახის “ფრი მიშაო”, “საქართველოს ევროპული მომავალი სამარდებაო”.
სად მიშა და სად საქართველო? ამას თუ გრძნობენ?
ეს არის თანამედროვე მონობა და სექტანტობა 21-საუკუნეში!