მუქი ნათელი
გაგიკვირდებათ თუ ვიტყვი, რომ ლევან ხაბეიშვილის არჩევა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარედ ჩვენ გვაახლოვებს ევროპას. ამიტომაც მოიწონეს “ქართული ოცნების” მომხრეებმა და ლიდერებმა მისი არჩევა ამ პოსტზე.
როგორ შეიძლება გახდეს ადამიანი, რომელმაც არცერთი უცხოენა არ იცის და ქართულადაც “დივანს” და “მდივანს” ძლივს არჩევს, ევროპასთან დაახლოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი?
ხაბეიშვილი ხომ “ნაციონალების” ყველაზე რადიკალურ ფრთას წარმოადგენს და მასთან პირველივე შეხვედრის შემდეგ ევროპელი ელჩები სათანადო დასკვნებს გამოიტანენ, თუ გამოტანილი უკვე არ აქვთ.
ზუსტად აქ არის ძაღლის თავი დამარხული.
“ქართული ოცნება” რომელიც ცდილობს, რომ ის 12 რეკომენდაცია შეასრულოს, რათა საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს სწორედ “ხაბეს” არჩევას გამოიყენებს ყველაზე რთულ საკითხში – პოლარიზაციის შემცირება ქართული პოლიტიკურ სპექტრში.
ეს არის ერთადერთი საკითხი, რომლის გადაჭრას “ოცნებას” მარტოს არ შეუძლია. ხოლო, თითის გაშვერა “ნაციონალებისაკენ”, ვისაც ეხლა “ხაბე” ჰყავთ თავმჯდომარედ, გაცილებით გაადვილდა.
“ოცნება” ადრეც იშვერდა თითს “ნაციონალებისაკენ”, მაგრამ ეხლა ამ ლიდერის პირობებში, ევროპელ ელჩებთან, ევროპარლამენტარებთან და აღმასრულებთან ბრიუსელში საუბარი არის გაცილებით იოლი.
“ხაბეს” ტიპის პოლიტიკური ლიდერები არებობენ ევროპაში, მაგრამ ესეთი პარტიები არ არის მეინსტრიმული, მაშინ როცა “ნაციონალური მოძრაობა” საქართველოში სიდიდით მეორე პოლიტიკური პარტიაა.
ასეთი მარგინალური ქცევის მქონე ლიდერზე აპელირება გაცილებით იოლია ეხლა ხელისუფლებისათვის, ” რა ვქნათ, ამასთან ვერ ვახერხებთ მორიგებას”, ყოველთვის ექნებათ სათქმელი.
წარმოიდგინეთ რომელიმე ევროპელი ელჩი გამოვიდეს და “ხაბეს” დაცვა დაიწყოს მისი ქმედებების გამო, რომელთა გამოცხადება უკვე დაიწყო ახალმა თავმჯდომარემ.
“ხაბეს” პროტეჟეებს თავიანთი მერკანტილური პოლიტიკური მიზნები ამოძრავებდათ, როცა მის არჩევას ხელს უწყობდნენ, მაგრამ რეალობა სხვანაირი შეიძლება იყოს.
კანდიდატის სტატუსის მიღება, ალბათ 2023 წლის ბოლოს, ნიშნავს “ოცნებისათვის” ძალიან დიდ გამარჯვებას, და ოპოზიციის სრულ ფიასკოს 2024 წლის არჩევნებში.
“ნაციონალები” კი იტყვიან – “Хотелось как лучше, но вышло как всегда”…
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

მსგავსი სტატიები

თანამედროვე მონობა 21-ე საუკუნეში

ტიპმა დათმო საქართველოს მოქალაქეობა, რომ გამხდარიყო სხვა ქვეყნის ოლქის გუბერნატორი, სადაც არაფერი გააკეთა კორუფციის გარდა. თანაც, ის უბრალო…

გილოცავთ ახალ წელს

გილოცავთ!   ვულოცავ ჩემს ექვსი თვის შვილიშვილ ლუკასს მისთვის პირველ ახალ წელს, ჩემს ოჯახს, და მთელს საქართველოს! ყველას…