ძლივს რაღაც იდეა…

მგონია, რომ შევარდნა-პიკეტირება-აქცია-პერფორმანსებს ოპოზიცია, მათთან მჭირდროდ კავშირში მყოფი “სირცხვილია”, “გაბედე’ და ‘შეცვალე” აქამდე ფუჭად იყენებენ.

ასეთი მოქმედებები ოპოზიციას რეიტინგს ვერ მოუტანს, პირიქით, ხალხი გრძნობს აგრესიას და შეიძლება მათი არსებული ამომრჩეველიც კი სხვა მიმართულებით გადახაროს.

ბოლოდროინდელი ინიციატივებიც ოპოზიციის მხრიდან საარჩევნო წესის შეცვლასთან დაკავშირებით, არ იყო ჭკუასთან ახლოს, იქიდან გამომდინარე, რომ ე.წ, “გერმანული მოდელი” ვერანაირად ვერ ჯდებოდა კონსტიტუციურ ჩარჩოებში. 

ოპოზიციურ მედიას და პოლიტიკოსებს კი ჰქონდათ დიდი ხმაური ატეხილი დავით უსუფაშვილის მიერ შემოგდებულ ამ ინიციატივასთან დაკავშირებით, მაგრამ უბრალო არითმეტიკის მოშველიებითაც კი ადვილად მტკიცდება, რომ ეს არ არის  ახლოს იმასთან, რაც ეხლა ჩვენს კონსიტიციაში წერია. ეს არის ანტიკონსტიტუციური.

ერთადერთი ნორმალურო იდეა, რომელიც ოპოზიციის მხრიდან გამოჩნდა ახალი წლის წინ არის ე.წ. “ტექნიკური სიების” შედგენა, ანუ ოპოზიცია, რომელიც ლეიბორისტების ოფისში რეგულარულად იკრიბება ხოლმე, დადებს ერთ სიას, რომლის მიხედვითაც ყველა 73 მაჟორიტარულ ოლქში მათ თითო კანდიდატი ეყოლებათ.

თუმცა სათუოა, რომ ოპოზიცია შეთანხმებამდე მივიდეს, მაგრამ იმის ფონზე რასაც ოპოზიცია აქამდე აკეთებდა, ეს იდეა ერთადერთი ჭკუასთან ახლოს მყოფი იდეა.

ჩემი მოლოდოინი კი არცთი ისე ოპტმისტურია. ტრადიციულად ოპოზიცია, როცა ეს ოლქებს და არჩევნებს ეხებოდა ხოლმე, ვერ ახერხებდა კოორდინაციას და ბოლოს მაინც ხელისუფლებასთან ბრძოლაში გადიოდა ხოლმე დაქსქსული.

“ჭკუასთან ახლოს” მდგომი იდეა კარგია, მაგრამ როგორ განახორციელებს ამას ოპოზიციას, ეს უფრო მნიშვნელოვანია. 

 

0 Reviews

Write a Review

Read Next

ეკონომიკა და ახალი წელი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *