ანაკლიის ახალი კონკურსი

ახლანდელ “ანაკლიის კონსორციუმს”, რომელმაც საინვესტიციო ვალდებულებები ვერ შეასრულა, საქართველოს მთავრობამ ხელშეკრულება გაუწყვიტა, რაც ბუნებრივია, მაგრამ დაგვიანებულად მიმაჩნია. თუმცა ამასაც პოლიტიკური ახსნა შეიძლება მოეძებნოს.

საზოგადოებამ და მთავრობამ სწრაფად უნდა იმოქმედოს, რომ ჩამოყალიბდეს ანაკლიის განვითარების სტრატეგია, თორემ ამ ვითარებაში დიდ ხანს დარჩენა არ შეიძლება. გლოვა, “ორმოცები” და “წლისთავები” საქმეს არ უშველის. ჩვენ უნდა ვიცოდეთ საით მივიდვართ და როგორი პორტი გვინდა.

ჩემი აზრით, საჭიროა დიდ ოთხეულში შემავალი რომელიმე დიდი საკონსულტაციო კომპანიასთან მოლაპარაკება, რომ დაიდოს ანაკლის პორტის განვითარების გეგმა. ამ გეგმამ და გამოკვლევებმა უნდა გვაჩვენოს როგორი პორტი გვინდა ანაკლიაში და რა მოცულობის ინვესტიციები უნდა განხორციელდეს.

ამ გეგმის ფარგლებში საჭირო იქნება მსოფლიოს უდიდეს გადამზიდავებთან APM-Maersk, MSC, COSCO, CMA-CGM, HAPAG-LLOYD და სხვებთან დალაპარაკება. მხოლოდ მათ შეუძლიათ განაცხადონ გარანტირებულად რა ტვირთების მოზიდვა შეიძლება ამ პორტში.

ასეთ გეგმა ყველასათვის მისაღები იქნება და სანდო.

ასევე გასათვალისწინებელია ფოთისა და ბათუმის პორტების ბედი. უნდა ვიცოდეთ, ანაკლიის ახალი პორტი ფოთის და ბათუმის პორტების გაჩერებას ხომ არ გამოიწვევს. ამას კი უმძიმესი სოციალური შედეგები შეიძლება მოჰყვეს, განსაკუთრებით ფოთში.

მარკეტინგში ამ მოვლენას “კანიბალიზმი” ჰქვია, როცა ერთი და იგივე კომპანიის პროდუქტი ჭამს მეორე ამავე კომპანიის პროდუქტს.

მოკლეთ, ძალიან ბევრი რამე არის გასათვლელი…

0 Reviews

Write a Review

Read Previous

ანაკლიის კონსორციუმთან ხელშეკრულება შეწყდა, თუმცა უკვე ძალიან ბევრი დრო დაიკარგა…

Read Next

ორი სიტყვა ანაკლიის პორტზე

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *