ანაკლიის კონსორციუმთან ხელშეკრულება შეწყდა, თუმცა უკვე ძალიან ბევრი დრო დაიკარგა…

“ანაკლიის კონსორციუმს” რომ შეუწყდა ხელშეკრულება სრულიად ლოგიკურია, მაგრამ ძალიან დაგვიანებული. რამდენიმე წლის წინ უკვე მუშა პორტი უნდა გვქონოდა, მაგრამ კონსორციუმმა ფინანსები ვერ მოიზიდა, თუმცა ინვესტიციებს რომ ვერ მოიზიდავდა ეს ჯერ კიდევ 2017 სექტემბერში იყო ცნობილი.

გარდა ამისა ტრაგი-კომიკური იყო კონსორციუმის მმართველთა განცხადებები და კომუნიკაცია საზოგადოებასთან, რაც ოდნავ მაინც სერიოზული კომპანიის მართვის სტანდარტებში ვერანაირად ვერ ჯდება.
მე ვთვლი, რომ ერი მოატყუეს და დრო დაიკარგა!

“ანაკლიის კონსორციუმის” მესვეურებმა ალბათ იციან, რომ ჟენევის, ლონდინის თუ გრენლანდიის არბიტრაჟში უნდა ჩავიდნენ და ისაუბრონ მტკიცებულებებით.

ამ ფრაზებით, რაც დღევანდელ მათ ბრიფინგზე მოვისმინე, ესენი შორს ვერ წავლენ, ისე რამდენიმე მილიონი კიდევ დაუჯდებათ უცხოელი ადვოკატები…

რაც შეეხება მთავრობასთან ურთერთობას. GR ძალიან რთული დისციპლინაა და ხშირად ინვესტორებთან ურთიერთობაზე უფრო მნიშველოვან როლს თამაშობს, განსაკუთრებით ასეთ პროექტებში.

ხოდა როცა იძახი, ინვესტორი ვერ მოვიზიდე, იმიტომ რომ მთავრობასთან ურთიერთობა ვერ დავალაგეო. ესე იგი არ გცოდნია მუშაობა!

ამის თქმის საფუძველს მაძლევს ჩემი გამოცდილება თამბაქოში კავკასიის მასშტაბით მთავრობებთან ურთიერთობის აუცილოებლობის შესახებ.

0 Reviews

Write a Review

Read Previous

“ცუკერბერგს და მის მეუღლეს არა მხოლოდ ხინკალი უყვართ, არამედ საქართველოში დემოკრატია უნდათ”.

Read Next

ანაკლიის ახალი კონკურსი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *