ორი სიტყვა ანაკლიის პორტზე

მიმაჩნია, რომ ანაკლიის კონსორციუმთან ხელშეკრულების გაწყვეტა მთავრობის მიერ იყო ლოგიკური ქმედება. ეს არ ნიშნავს, რომ პორტი ანაკლიაში აღარ აშენდება. პირიქით, პროექტი აღარ გაჯანჯლდება და უფრო სწრაფადაც შეიძლება დაიწყოს მშენებლობა ახალი ინვესტორის შერჩევის შემთხვევაში.

რატომ იყო კონსორციუმი წარუმატებელი?

1. მე არსად მინახავს მათი ბიზნესის განვითარების (მარკეტინგული) გეგმა, სადაც გამოჩნდებოდა რომ ამ ხალხს ნალაპარაკები აქვს მსოფლიოს ტვირთების გადამზიდავ გიგანტებთან Maersk-თან, MSC-თან, Hapag-Loyd-თან და სხვებთან, რაც დაანახვებდა საერთაშორისო ბანკებს ამ პროექტის მომგებიანობას.

2. ამერიკული Conti, ფაქტიურად ფორმალურად მონაწიელობდა პროექტში და ამიშ შესახებ თვითონ კონსორციუმის წევრები აცხადებედნენ პრესის წინაშე.

3. არაეთიკური იყო პირდაპირი და ღია თავდასხმები ფოთის პორტის მფლობელ APM-ზე, რომელიც Maersk-ის შვილობილია. ანუ, Maersk-თან საბოლოოდ გაიფუჭეს საქმე.

4. კონსორციუმის ხელმძღვანელებმა თავიანთი ემოციურობით ძალიან ცუდად წარმართეს კომუნიკაცია დაინტერესებულ მხარეებთან. ხელისუფლებასთან საერთოდ მოიჭრეს მისასვლელი გზები. საერთაშორისო, სერიოზულ კომპანიებში ესეთ მენეჯმენტს არასოდეს არავის პატიობენ.

5. ბოლოს, ძალიან მოკლედ: თავიანთი ფული არ აქვთ.

0 Reviews

Write a Review

Read Previous

ანაკლიის ახალი კონკურსი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *