დავითის დათვური სამსახური ოპოზიციას

დავით უსუფაშვილის მიერ შემოთავაზებული “გერმანული მოდელი” რომ ანტიკონსტიტუციური იყო, ამის შესახებ დიდი ხანი ვწერდი. მე არ ვარ იურისტი, მაგრამ უბრალო არითმეტიკული გამოთვლებითაც ნათელი იყო, რომ ეს მოდელი არანაირად არ შეესაბამება ქვეყნის მთავარ კანონს. ჩემი მარტივი მათემატიკური ლოგიკის გამეორებას აღარ შევუდგები ეხლა.

უსუფაშვილის ამ შემოთავაზებას ცხვარივით გაჰყვა მთელი ოპოზიცია და ამ თემის გარშემო ააგეს მათ თავიანთი სტრატეგია. არადა თავიდანვე ცხადი იყო, რომ არასწორად მიდიოდნენ. მაგრამ, “გაჭირვებული ხავსს ეჭიდებოდაო”, ხომ გაგიგიათ. ესეთი შთაბეჭდილება დამრჩა.

უსუფაშვილს კი ყოველთვის ამოძრავებს ხოლმე თავის გაჭირვება, ანუ უნდა სულ ტივტივი ტელევიზიებში, რომ მერე ვინმემ “ჩაიბას” და იქნებ ისევ პარლამენტში მოხვდეს.

მოკლეთ, ილაპარაკეს და ილაპარაკეს ამ მოდელზე ტელევიეზებში, რაც უნდოდა უსუფაშვილს. ბოლოს დაუშვეს დიდი შეცდომა და გააგზავნეს ეუთო/ოდირში!

რომ არა მისი ეს “გერმანული მოდელი”, ოპოზიცია შეიძლება აცდენოდა კიდეც საერთაშორისო ასპარეზზე ასეთ ფიასკოს, რაც მოხდა ეუთო/ოდირის მიერ მოწერილი დასკვნით, რომელიც გახდა საჯარო ეხლა.

“ლელოს” ვულოცავ ასეთ შენაძენს უსუფაშვილის სახით. ესეთი პოლიტიკური junk, ძმებ-ბერძენიშვილებთან, გუბაზიან-აბაზიანებთან, ნიკა მაჭუტაძეებთან ერთად არის არამარტო არაფრის მომცემი, არამედ საზოგადოებისათვის მავნებლურიც.

უსუფაშვილმა მთელი ოპოზიცია გააცურა და მხოლოდ თვითონ ნახა მოკლევადიანი მცირედი სარგებელი.

აზერბაიჯანელებზე და ჩინელებზე ბოლო გამონათქვამებით ცნობილი ნათელაშვილი გაცილებით უვნებელია საზოგადოებისათვის, ვიდრე ვითომ “ნაკითხი” ეს პიროვნებები, იმიტომ რომ ნათელაშვილი აშკარაა ვინც არის, ხოლო უსუფაშვილი და მისი მსგავსი პოლიტიკოსები მონუსხავენ ხოლმე საზოგადოების ნაწილს და ესე ატყუებენ მათ.

0 Reviews

Write a Review

Read Previous

ორი სიტყვა ანაკლიის პორტზე

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *