მუქი ნათელი

ამ გვარს აღარ გავიმეორებ ამ პოსტში, თუმცა, დიახ – ის მასზეა. ცხოვრებაში ყველას, მით უმეტეს 87 წლის ღვაწლმოსილ გამოცდილ საქვეყნოდ ცნობად ადამიანს რა თქმა უნდა მართებს თითოეულ საკუთარ გამონათქვამზე დაფიქრება, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – პასუხისგებაც კი. ცნობილ ამერიკულ ფილმში („კერკეტი კაკალი-3“) ტერორისტი ბრიუს ვილისის გმირს სჯის იმით, რომ შავკანიანებით დასახლებულ ნიუ-იორკის უბანში მას უნდა ესეირნა ბანერით – „მე მძულს ზანგები“. სათაურში მოყვანილ პერსონაჟსაც უნდა გაეთვალისწინებინა ალბათ აფხაზეთზე გამოთქმული ფრაზის შემდეგ თბილისში გასეირნების რისკები – მაგრამ ესეც მეორეხარისხოვანი თემაა. მთავარი აქ ალექსანდრე გრიბოედოვის ნაწარმოების, „ვაი ჭკუისაგან“ ცნობილი ფრაზაა – „А судьи – кто?“. ამაშია საქმე…

როდესაც ქართულ მედიაშიც პერიოდულად ჩნდება ინფორმაცია და უკრაინიდან ხომ საერთოდ შემიკლეს კითხვებით – რომ 2008 წლის ომი, რისთვისაც გუშინ თბილისის ქუჩებში სჯიდნენ პარიზში დაბადებულ ამერიკის მოქალაქე რუს ჟურნალისტს – იყო მიშა სააკაშვილის მიერ ჯანგიანი ჩამოწერილი საბჭოთა წარმოების შეიარაღებაზე დახარჯული 4,5 მილიარდი ლარის გათეთრების მიზნით დაგეგმილი და განხორციელებული საუკუნის დანაშაული და ამაზე პასუხი არა გვაქვს დღემდე, ესაა პრობლემა. მაგრამ, სანამ ამ თემას არც ჟურნალისტური, არც საპარლამენტო და არც საპროკურორო გამოძიება არ ეღირსა – ჩვენც იძულებულები ვართ უდანაშაულობის პრეზუმპცია დავიცვათ.

მაგრამ, არის თემა, რომლის ცოცხალი მოწმე ვარ და საჭიროების შემთხვევაში მზად ვარ ნებისმიერ დონეზე ჩემი წილი ჩვენება მივცე. დღემდე პასუხგაუცემელი კითხვა მარტივია – რა მიზნით ჩამოიყვანა თემურ ალასანაიმ საქართველოში 2010 წლის დასაწყისში მსოფლიოში იარაღით უკანონო მოვაჭრეთა სამეულში შემავალი ლეონიდ ეფიმის ძე მინინი. რა დამსახურებისთვის მიენიჭა მას ივანე მერაბიშვილის მიერ საქართველოში დე-ფაქტო თავშესაფარი, რა სიმბოლურ ფასში გადაეცა თელეთთან 32 ჰექტარი მიწა, რა ტიპის სამრეწველო ობიექტები განთავსდა მანდ, რაში ფლობდა ამ ბიზნეს-პროექტებში თავის წილს „რუსთავი-2“-ის ყოფილი მფლობელი გია ყარამანიშვილი და ვის მიყიდა ეს წილი შემდგომში და რატომ. ლეონიდ მინინის შესახებ რუსულად ინფორმაცია ადვილად „იგუგლება“ და „ისერჩება“, ამიტომ აქ ინფორმაციის დუბლირებას არ მოვახდენ. უბრალოდ, კიდევ ერთ საინტერესო კინემატოგრაფიულ ფაქტს მოვიყვან – 2005 წლის ცნობილი ჰოლივუდური ფილმის „იარაღის ბარონის“ მთავარი გმირის (განასახიერებს ნიქოლას ქეიჯი) პროტოტიპს სწორედ ლეონიდ მინინი და ვიქტორ ბუტი წარმოადგენდნენ (ამჟამად სასჯელს იხდის აშშ-ს ერთ-ერთ ციხეში).

სანამ ნაცებს ამ ტიპის კითხვებს ვარიდებთ, მანამდე მათი მხრიდან ამ ვაქჰანალიას ვერ შევაჩერებთ – თორემ რუსი ჟურნალისტის შებილწულ დაბადების დღეს ვინ დარდობს…

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

მსგავსი სტატიები

რუსული პარტია საქართველოში

ის რაც გუშინ პოზნერთან მიმართებაში ვიხილეთ, არც პატრიოტიზმთან და არც პოლიტიკასთან საერთო არაფერი აკავშირებს. პრობლემა არც 87 წლის…

ზღაპარი ევროკავშირის მედიაციაზე

წიწილებმიტოვებული, ვითომ უბედური და საწყალი, სინამდვილეში კი ერთი “ნაგლი” ქათამი ჩუმად იჯდა საქათმესთან და სევდას იყო მიცემული: “რა…

ინკლუზიური პოლიტიკა

 2021 წლის 31 მარტს, ოცდაათი წელი შესრულდა, რაც საქართველომ რეფერენდუმის გზით მოახდინა სახელმწიფო დამოუკიდებლობის დეკლარირება, თუმცა… სულ რაღაც…

სახარება და ქართული პოლიტიკა

ერთ მშვენიერ დილას მაცხოვარი იჯდა იერუსალიმის ტაძრის წინ და უამრავ ხალხს ასწავლიდა ჭეშმარირებას. „…და მთელი ხალხი მივიდა მასთან.…