მუქი ნათელი

პროტესტი გამიგია გულწრფელი, ყველაზე და ყველაფერზე…

მაგრამ, ამაზრზენია, როცა უყურებ ამ ჯოგს, რომელთა უფროსებს გვერდზე უზით ბურჯანაძე, პუტინის მადიდებელი, მასპინძლობენ ნიკიტა მიხალკოვს 2008 წლუს ომის შემდეგ, ჰყავთ თავიანთ რიგებში რუსეთის მოქალაქენი, და იქ საცეკვაოდ და სამღერად წასულნი, და ქვეყანას აყენებენ უდიდეს ზიანს.

მათი სიის პირველი ნომერი მთელი ცხოვრება “Ларису Ивановну хочу”-ს გაიძახოდა, თან არა მარტო ფილმში. მათი პარტიის ლიდერი წავიდა პარტიიდან, რომ მის ცოლს ნოვისიბირსკში ეცეკვა.რამდენი ნომრიანი ან გავლენის აგენტია რუსული სპეცსამსახურების, ეს კიდევ არავინ იცის.

ამ ყველაფრიდან მივიღეთ ის, რომ რუს ტურისტებს მათი კანონმდებლები მოუწოდებენ, რომ საქართველოში არ ჩამოვიდნენ.მიზანი მიღწეულია, სწორედ ეს იყო მთავარი, რომ ჩამოქცეულიყო საქართველოს ეკონომიკა, ჩაკეტილიყო ტურისტული საზღვრები და ქვეყანაში შექმნილიყო ცუდი ფონი. რუსეთის ტურისტების რაოდენობა პანდემიამდე (2019) იყო 16%. ანუ საქართველომ შეიძლება700 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი დაკარგოს

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

მსგავსი სტატიები

რუსული პარტია საქართველოში

ის რაც გუშინ პოზნერთან მიმართებაში ვიხილეთ, არც პატრიოტიზმთან და არც პოლიტიკასთან საერთო არაფერი აკავშირებს. პრობლემა არც 87 წლის…

სახარება და ქართული პოლიტიკა

ერთ მშვენიერ დილას მაცხოვარი იჯდა იერუსალიმის ტაძრის წინ და უამრავ ხალხს ასწავლიდა ჭეშმარირებას. „…და მთელი ხალხი მივიდა მასთან.…

ინკლუზიური პოლიტიკა

 2021 წლის 31 მარტს, ოცდაათი წელი შესრულდა, რაც საქართველომ რეფერენდუმის გზით მოახდინა სახელმწიფო დამოუკიდებლობის დეკლარირება, თუმცა… სულ რაღაც…