მუქი ნათელი

ის რაც გუშინ პოზნერთან მიმართებაში ვიხილეთ, არც პატრიოტიზმთან და არც პოლიტიკასთან საერთო არაფერი აკავშირებს. პრობლემა არც 87 წლის მარაზმატიკ შოვინისტის ვიზიტშია. ისიც ცხადია, რომ ამ დონის დერჟავნიკები და ქართული სახელმწიფოს მტრები, ასე ღიად არ უნდა ჩამოდიოდენ საქართველოში, მით უმეტეს კარანტინის დროს და ღრეობას არ უნდა მართავდენ!

ახლა კიდევ უფრო დიდი უნამუსობაა ამ ყველაფრის მხოლოდ ხელისუფლებაზე გადაბრალება და არა შექმნილ ბიპოლარულ პოლიტიკურ ველზე, რომლის ყველაზე დიდ ინსპირატორად რუსული პოლიტიკის ასევე ყველაზე დიდი ფორფოსტი ნაცოპოზიცია გვევლინება. შემთხვევით კი არ არის ამ ოპოკლასტერში წამყვან ფეისად, ბოლო წლებში ყველასგან მივიწყებული და საეჭვოდ გაცოცხლებული ქალბატონი ბურჯანაძე, რომ გვევლინება.

ბუნებრივია, აქ რომ სხვა სიტუაცია ყოფილიყო, და საერთო ეროვნული კონსენსუსი გვქონოდა, რასაც ამდენი ხანია ცალკე ევროკავშირი და ცალკე ამერიკის შეერთებული შტატები მოგვიწოდებს, ვერც პოზნერი და ვერც თავის დროზე გავრილივი უბრალოდ ვერ ჩამოვიდოდენ.

ევროკავშურის მედიაციის მეორე რაუნდის უშედეგოდ დასრულებაზეც პასუხისმგებელი არა დასავლეთი, არამედ საფანჩატურეთად წოდებული ქართული პოლიტიკური ელიტაა, და ახლა ამ პროცესის ოცნებაზე გადაბრალებაც ვერ გამოვა. კომპრომისის მიუღებლობა, როდესაც მთელი დასავლეთი, მათ შორის აშშ ის სენატის მაღალი ტრიბუნიდან, პარლამენტში შესვლისაკენ მოგიწოდებს, ხოლო ქუჩის დესტრუქციას რუსულ ინტერესად ნათლავს, ან ვის რას უმტკიცებ და ამ სიჯიუტით ვის წისქვილზე ვინ ასხავს წყალს ხომ ისედაც ცხადია!

არ დასრულდა რუსული პარტია საქართველოში და უნდა ვიყოთ რეალისტები, პრობლემა სააკაშვილში ან რუსეთის გენერალ თემურ ალასანიაში არაა მხოლოდ. ეს პარტია არც დასრულდება, მანამდე სანამ პოლიტიკური კლასის და მათი მხარდამჭერი ელექტორატის დიდი ნაწილი სიტყვით პროდასავლური, რეალურად კი პრორუსული იქნება, ცხოვრების წესითაც და ბიზნეს ინტერესებითაც!

ერთმანეთის გაუტანლობა, რომ ისტორიულად მოგვდევს, არც ეგ ამბავია სიახლე. დამოუკიდებელი საქართველოს დასაწყისიც ხომ ამ მწარე ისტორიულ პარადიგმაში გვაქცევს. საკმარისია გავიხსენოთ გია ჭანტურიას სიტყვები კონსებსუსის მიუღებლობაზე და მრწამსით ნეო ბოლშევუზმზე- ჩვენ გვსურს, შეძლებისდაგვარად, უზენაესი საბჭოს კომპრომეტირება და მისი, ასე ვთქვათ, საქართველოს გარეშე დატოვება. კონსენსუსი ჩვენს შორის შეუძლებელია. თუ ჩვენ კონსენსუსზე წავალთ, უნდა დავუთმოთ მტერს. თუ რა მოყვა ამ გაუტანლობას, ყველამ ვიცით, ტერიტორიების დაკარგვა და სამოქალაქო ომი, ეკონომიკის ჩამოქცევა და ქაოსი! და ვისი პარტიაც გათამაშდა ეგეც ხომ ცნობილია, ადმირალ ბალტინის და გენერალ ბეპაევის მონაწილეობით!ეს ნეო ბოლშევიკური პარადიგმა დღეს კვლავ თავს გვახსენებს. ქვეყანა გასული საუკუნის 90 იანი წლების ქაოსის და სამოქალაქო დაპირისპირების მეტად სახიფათო სპირალში მიექანება.

თუ ეს დროზე არ შეჩერდა, ისტორია პასუხისმგებლობას ამ უმოქმედობაზე ქართულ ოცნებასაც მოთხოვს, ეკონომიკაც ამ პოლიტიკური დაძაბულობის მძევალია, ლარის გაუფასურება თურქეთში მიმდინარე პროცესებთან და ლირას კარასტროფულ ვარდნასთან ერთად, მაკროპარამეტრების ბუნებრივი გაუარესების შედეგია, რაც პირველ რიგში მინდინარე ანგარიშის გაზრდილ დეფიციტშია ასახული, ტურისტული ინდუსტრიიდან 3 მილიარდამდე დოლარის ვერ მიღების გამო. ნებისმიერი დესტაბილიზაცია, თუნდაც პერფომანსირებული, რაც გუშინ ვიხილეთ რუსეთიდან ტურნაკადებს კი არ დაარტყამს მხოლოდ რაზეც ხდება აქცენტირება, არამედ ისედაც შემცირებულ ინვესტიციებს კიდევ უფრო შეამცირებს. მით უმეტეს ინფორმაცია ვრცელდება არა მხოლოდ რუსულ არხებზე, რუსეთისვე უცხოენოვან საინფორმაციო არხებით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

მსგავსი სტატიები

ყალბი პროტესტი

პროტესტი გამიგია გულწრფელი, ყველაზე და ყველაფერზე… მაგრამ, ამაზრზენია, როცა უყურებ ამ ჯოგს, რომელთა უფროსებს გვერდზე უზით ბურჯანაძე, პუტინის…

ინკლუზიური პოლიტიკა

 2021 წლის 31 მარტს, ოცდაათი წელი შესრულდა, რაც საქართველომ რეფერენდუმის გზით მოახდინა სახელმწიფო დამოუკიდებლობის დეკლარირება, თუმცა… სულ რაღაც…

ზღაპარი ევროკავშირის მედიაციაზე

წიწილებმიტოვებული, ვითომ უბედური და საწყალი, სინამდვილეში კი ერთი “ნაგლი” ქათამი ჩუმად იჯდა საქათმესთან და სევდას იყო მიცემული: “რა…