მუქი ნათელი

წიწილებმიტოვებული, ვითომ უბედური და საწყალი, სინამდვილეში კი ერთი “ნაგლი” ქათამი ჩუმად იჯდა საქათმესთან და სევდას იყო მიცემული: “რა უბედური, პატარა და უფერული ვარ, აქაურ მამლებს ჩემი არ ესმით, აქაური დედლები მჩაგრავენ, არავის არ ვუყვარვარ, ყველა დამცინის, წიწილები კი მივატოვე – მაგრამ უკვე მენატრებიან, ამ საქათმეში კი უკუნითი სიბნელე, უიმედობა და სიბინძურეა”.

ასე გოდებდა ქათამი მრავალი წლის განმავლობაში. ერთხელ ქათმების ღმერთმა შეისმინა მისი და მისი წიწილების ერთობლივი ვედრება, და საქათმეს დიდმა თეთრმა წერომ გადაუფრინა, გაიგო ქათმის სიტყვები და მიუახლოვდა მას:

“ნუ ტირი, პატარავ! ცხოვრება ლამაზი და მშვენიერია! გინდა ავფრინდეთ ერთად ზეცაში, ზემოდან გადახედე ყველაფერს და თავად დარწმუნდები!”

“ეს შეუძლებელია,” – უპასუხა ქათამმა. – ჩვენ ქათმებმა ფრენა არ ვიცით.”

“მერე რა? – მიუგო წერამ. – მე გასწავლი.”

“არა – უპასუხა ქათამმა. – მოკლე ფრთები მაქვს.”

“არ იდარდო, – დაამშვიდა წერომ. – ზურგზე შემოგსვამ და ერთად ვიფრენთ.”

“არა, – ამოიოხრა ქათამმა. – სიმაღლეს მიჩვეული არ ვარ და თავბრუ დამეხვევა.”

“დიდ ხანს არ ვიფრენთ, – ანუგეშა წერომ. – ისეთ ადგილას მიგიყვან, სადაც ბევრად უკეთესი პირობები გექნება, ვიდრე აქ.”

“არა, – უპასუხა ქათამმა. – მარტო როგორ უნდა ვიცხოვრო? დარდით მოვკვდები.”

“არ ინერვიულო, – გაეღიმა წეროს. – მარტო არ იცხოვრებ, შენ იქ მონატრებული წიწილები გელოდებიან, თანაც სიმპათიურ მამალს გაგაცნობ.”

“არა, – უთხრა ქათამმა. – იქნება ცუდი ხასიათისა და ავი მამალი აღმოჩნდეს?”

“ნურც ამაზე იდარდებ, – დააიმედა წერომ. – მე ისეთი ცხოვრების წესებს გასწავლი, რომ შენს გარშემო მხოლოდ სანიმუშო მამლებს ჰქონდეს ადგილი!”

“არა, – დაღუნა თავი ქათამმა. – ასეთი მამლები არ არსებობენ.”

“წადი შენი დედაც ***!!! – დაიღრიალა წერომ, გაშალა თავისი დიდი, ლამაზი, თეთრი ფრთები და აფრინდა ლურჯ ცაში.

პატარა უბედური ქათამი კი კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რა უსამართლოა სამყარო, და როგორ ვერ იტანს მას წუთისოფელი…

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

მსგავსი სტატიები

სახარება და ქართული პოლიტიკა

ერთ მშვენიერ დილას მაცხოვარი იჯდა იერუსალიმის ტაძრის წინ და უამრავ ხალხს ასწავლიდა ჭეშმარირებას. „…და მთელი ხალხი მივიდა მასთან.…

ყალბი პროტესტი

პროტესტი გამიგია გულწრფელი, ყველაზე და ყველაფერზე… მაგრამ, ამაზრზენია, როცა უყურებ ამ ჯოგს, რომელთა უფროსებს გვერდზე უზით ბურჯანაძე, პუტინის…

ინკლუზიური პოლიტიკა

 2021 წლის 31 მარტს, ოცდაათი წელი შესრულდა, რაც საქართველომ რეფერენდუმის გზით მოახდინა სახელმწიფო დამოუკიდებლობის დეკლარირება, თუმცა… სულ რაღაც…