მუქი ნათელი

 „ამოუტენეთ ადამიანს გონება ცნობებით, ფიტულივით ამოტენეთ ამ წყეული ფაქტებით და ეგონებათ, რომ ბრწყინვალე განათლება მიიღეს. ეგონებათ, რომ აზროვნებენ და წინ მიდიან. სინამდვილეში ადგილზე იქნებინ გაყინული, თუმცა თვითონ ბედნიერად იგრძნობენ თავს.“

რეი ბრედბერი-„451 გრადუსი ფარენჰეიტით“

„არსებობსცნება – ციფრულიმოქალაქეობა. წლებიავსაუბრობთ, რომუნდავიყოთმოქალაქეები, გვქონდესფასეულობები, ღირებულებები, მაგრამამისპარალელურადანუ, კომენტარების სახით თითოეულმა მათგანმა უნდა ვაკონტროლოთ, რომ ძალადობრივი ენა არ გამოვიყენოთ” – ამბობს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, მანანა რატიანი.

კარგად დაკვირვებაც არ უნდა იმ ფაქტს, რომ „ციფრული მოქალაქის“ ჩამოყალიბება, საკმაოდ დიდი პრობლემაა. პრინციპში პრობლემა კი არა – უბედურება, რომელიც დღეს მთელს მსოფლიოს ემუქრება.

გაგიკვირდებათ, მაგრამ ამ უბედურებას ყველაზე აქტიურად ჰოლივუდი ებრძვის. დიახ, სწორედაც რომ ჰოლივუდი, სადაც უამრავი ფილმი გადაიღეს თემაზე, თუ როგორ ხდება ადამიანის ტვინის გამორეცხვა. მისი პიროვნული თვისებების გასწორხაზოვნება. ერთი საკვები, ერთი ტანსაცმელი, უსიცოცხლო სახეებით სამსახურში წასვლა. არანაირი წიგნი, მუსიკა, ფილმი. არანაირი ალკოჰოლი, სიყვარული და ყველაფერი ის, რისთვისაც შექმნილია ადამიანი.

ერთი შეხედვით ყველაფერი რიგზეა. ყველა მაძღარია, შემოსილი, შრომობენ, არა აქვთ არანაირი ყოფითი პრობლემა, მაგრამ . . .

ეს უკვე არაადამიანები, არამედ რობოტები არიან. ისინი ჭამენ იმას, რაც დადგენილია სხვადასხვა კვლევებისა და მონიტორინგისშ ედეგად, იცმევენი მას, რაც ასევე სხვადასხვა რეზოლუციებშია ასახული, იძინებენ მაშინ, რაც დადგენილი და გამოთვლილია. აკეთებენ იმას, რაც ასევე დადგენილია.

„მე დღეს შემწვარი კარტოფილი მინდა!“ „არ შეიძლება, იმიტომ, რომ დღეს ოთხშაბათია და ჯანდაცვის რომელიღაც საერთაშორისო ორგანიზაციამ დაადგინა, რომ ოთხშაბათს კარტოფილი მავნებელია. ამიტომ ბარდა უნდა მიირთვა!“

„მე დღეს ყვითელი მაისური უნდა ჩავიცვა!“ „არ შეიძლება, იმიტომ რომ ამადაამ რეზოლუციით პარასკევს წითელი პერანგი უნდა გეცვას!“ 

დ.ა.შ. და დ.ა.შ.

ადამიანები, ამ სიტყვის ყველაზე მაღალი მნიშვნელობით, აღარ არიან!

მაგალითისთვის ფილმი „მატრიცაც“ კმარა.

მატრიცაში მოქცეულია მთელი სამყარო, მაგრამ საბედნიეროდ კია ნურივზის გმირი ანგრევს ამ არანორმალურ არსებობას და ადამიანები, მიუხედავად იმისა, რომ დგებიან არა „ჰარმონიული და იდეალური“ არსებობის წინაშე, რომ მათ ექნებათ პრობლემები საკვების მოპოვების, სიცივის გამკლავების და სხვა მრავალი წინაღობის გადალახვის დროს, უბრუნდებიან ნამდვილ ცხოვრებას.

დღეს, 21-ე საუკუნეში დაპყრობა იარაღით ფაქტობრივად აღარ ხდება. ამისთვის საკმაოდ მრავალი ტექნოლოგია არსებობს. ატილამ და ჩინგიზ ხანმა ფუნქცია დაკარგეს.

მოდის ახალი, ყოვლად მიუღებელი ცხოვრების წესი, რომლის უმთავრესი მიზანი უკვე არა იმ საგანძურის მოპოვება, რომლითაც სხვა ადამიანებზე გავლენის მოპოვებაა შესაძლებელი, არამედ პირდაპირ ცხოვრების წესის შეცვლაა.

ცხოვრების წესის შეცვლა კი ყველაზე მარტივად, ადამიანში გრძნობების განადგურებით არის შესაძლებელი.

ასეე ძალიან საინტერესოა ამერიკული ფილმი ტრასა 60, რომელშიც აღწერილია ე.წ. „იურისტთა ქალაქი“, სადაც მოხვედრილი ადამიანი, ვერასგზით ვერ დაიხსნის თავს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ნებისმიერი ნაბიჯი, უკვე რომელიღაც კანონის დარღვევაა. 

დღევანდელი ე.წ. „დემოკრატიაც“ ზუსტად იმ იურისტთა ქალაქს ჰგავს, რომელიც მიისწრაფვის „მატრიცად“ გადაქცევისკენ. საქართველო კი ერთ-ერთ უბრალო საექსპერიმენტო პოლიგონად არის ქცეული. პოლიგონად რომელსაც ე.წ. „არასამთავრობო ორგანიზაციები“ ატარებენ ექსპერიმენტებს

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *