მუქი ნათელი

 2021 წლის 31 მარტს, ოცდაათი წელი შესრულდა, რაც საქართველომ რეფერენდუმის გზით მოახდინა სახელმწიფო დამოუკიდებლობის დეკლარირება, თუმცა…

სულ რაღაც ცხრა თვეში რუსეთმა, ქართველი „პატრიოტების“ ხელით დაამხო ლეგიტიმური ხელისუფლება და ქვეყანა შევიდა პოლიტიკურ ჩიხში,საიდანაც ოცდაათი წელია ვფიქრობთ გამოსვლას, ვეძებთ გზებს, ვცდილობთ ცხოვრების თავიდან დაწყებას, თუმცა…

ერთ წრეზე ვტრიალებთ, ვმოძრაობთ და კვლავ იმ ათვლის წერტილს ვუბრუნდებით, საიდანაც სამი ათეული წლის წინ დავიწყეთ. მხოლოდ სახელწოდებები იცვლება, თორემ ფაქტები,მოვლენები და შედეგები იგივე დარჩა.

ისევ ვეძებთ ერის მხსნელს,რომელიც გადაგვარჩენს, ჩვენს მაგივრად იშრომებს, ისწავლის, საზღვრებს დაიცავს, გამართავს სახელმწიფო ინსტიტუტებს, ააღორძინებს ეკონომიკას, გაამდიდრებს მოსახლეობას და ჩვენ კვლავ ვისხდებით სუფრასთან, სადაც სიამაყით დავლევთ მის სადღეგრძელოს და მერე დასაძინებლადაც მხსნელის იმედით დავწვებით, ის ხომ ჩვენს მაგივრად იფხიზლებს?

მოკლედ, ყველა ვთანხმდებით საკუთარ პრობლემებზე,ჩაკეტილ წრეზე,გამოსავლის ძიების აუცილებლობაზე, მაგრამ საიდან დავიწყოთ?

თუ სახელმწიფოს წარმოვიდგენთ ერთ ორგანიზმად, მაშინ ორგანიზაციული მშენებლობაც ქვევიდან–ზევით პრინციპით, ანუ საძირკვლიდან იწყება.

ინკლუზიური პოლიტიკა  თავის თავში გულისხმობს ჩართულობას და მისი სპეციფიკიდან გამომდინარე(ინკლუზიის არსი სოციუმის მხრიდან სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანთა უფლებებზე მორგებას გულისხმობს და არა პირიქით) საზოგადოება უნდა მოერგოს ინდივიდს,ანუ ყველა უნდა გათანაბრდეს. აქედან გამომდინარე ინკლუზიური პოლიტიკა უნდა იქცეს საზოგადოების შემკვრელ, გამაერთიანებელ და საერთო იდეის გამზიარებლად.

სახელმწიფოს შენების ქვევიდან–ზევით პრინციპი გულისხმობს საზოგადოებას, სადაც ურთიერთობები დამყარებულია ინკლუზიური პოლიტიკის იდეაზე– ყველანი ვართ თანასწორუფლებიანი, საერთო ინტერესებზე ორიენტირებული, საერთო სახელმწიფოს მაშენებელი მოქალაქეები.

ინკლუზიურ პოლიტიკას გააჩნია სამი მთავარი მიმართულება, სადაც სამოქალაქო ჩართულობა ყველაზე მეტად ხელშესახები და პროდუქტიულია.

  1. არაფორმალური განათლება.
  2. ახალგაზრდული პოლიტიკა.
  3. რეგიონალიზაცია.

(სამივე მიმართულება ძალიან მოკლედ და მარტივადაა განმარტებული)

  1. არაფორმალური განათლება,რომელიც მარტივ, დროში გაწერილ შედეგს გულისხმობს,დაფუძნებულია მოთხოვნა–მიწოდების პრინციპზე, ანუ სუბიექტი სურვილის(მოთხოვნა) შესაბამისად სწავლობს კონკრეტულ,პროფესიულ უნარ–ჩვევებს და მიზნობრივად იყენებს(მიწოდება) გარკვეულ საქმიანობაში. მაგ: კომპიუტერული, მარტივი ოპერაციები შესაძლებელია ადამიანმა ისწავლოს 4 თვეში და არ ესაჭიროება  ინფორმატიკის დოქტორის წოდება.

(არაფორმალური განათლებით არ კნინდება აკადემიური სწავლა და ისინი ერთმანეთს ხელს არ უშლიან.)

  1. ახალგაზრდული პოლიტიკა, რომელიც ეფუძნება საძირკველის მშენებლობის პრინციპს და არსი ჯანსაღ, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მომავალში მდგომარეობს, რომელიც პასუხისმგებელია ხვალინდელ დღეზე. პოლიტიკის დოკუმენტი, დოქტრინა, თუ იდეოლოგია პირდაპირ შემხებლობაშია ყველა ახალგაზრდული ასაკისა და სფეროს წარმომადგენელთან დაწყებული სკოლის მოსწავლით, გაგრძელებული დოქტურანტი სტუდენტით და დამთავრებული ახალგაზრდულ საქმიანობაში ჩართული ინდივიდით.
  2. რეგიონალიზაცია, რეგიონული პოლიტიკა, დეცენტრალიზაცია–უფრო მეტად ეკონომიკური ეფექტის მქონე პოლიტიკა,რომელიც სახელმწიფო რესურსების სწორად გადანაწილებას გულისხმობს. განვითარებული რეგიონები ქმნის ქვეყნის დოვლათს და ეკონომიკის მდგრად განვითარებას გულისხმობს.

 ასე და ამრიგად, თუ კი ვთანხმდებით პრობლემების გადააზრების აუცილებლობაზე და სუფთა ფურცლიდან,სახელმწიფოს შენების ქვემოდან–ზემოთ პრინციპზე, მაშინ ინკლუზიური პოლიტიკაა ის ათვლის წერტილი,საიდანაც უნდა დავიწყოთ სვლა,რომ გამოვიდეთ ჩაკეტილი წრიდან და ყველამ ავიღოთ ვალდებულება ერთმანეთისა და სახელმწიფოს წინაშე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

მსგავსი სტატიები

ყალბი პროტესტი

პროტესტი გამიგია გულწრფელი, ყველაზე და ყველაფერზე… მაგრამ, ამაზრზენია, როცა უყურებ ამ ჯოგს, რომელთა უფროსებს გვერდზე უზით ბურჯანაძე, პუტინის…

სახარება და ქართული პოლიტიკა

ერთ მშვენიერ დილას მაცხოვარი იჯდა იერუსალიმის ტაძრის წინ და უამრავ ხალხს ასწავლიდა ჭეშმარირებას. „…და მთელი ხალხი მივიდა მასთან.…

ზღაპარი ევროკავშირის მედიაციაზე

წიწილებმიტოვებული, ვითომ უბედური და საწყალი, სინამდვილეში კი ერთი “ნაგლი” ქათამი ჩუმად იჯდა საქათმესთან და სევდას იყო მიცემული: “რა…

რუსული პარტია საქართველოში

ის რაც გუშინ პოზნერთან მიმართებაში ვიხილეთ, არც პატრიოტიზმთან და არც პოლიტიკასთან საერთო არაფერი აკავშირებს. პრობლემა არც 87 წლის…